ხუხაშვილი გახარიას გადადგომაზე: ჩაერთო ბიძინა და შეკვეთილი კობახიძის ნაცვლად მივიღეთ ღარიბაშვილი

გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება:

“ყველა საქმეში შედეგია მთავარი – აქაც შედეგი არის პოზიტიური და ამიტომ უნდა ჩავუთვალოთ გახარიას აქტივში.

რაც შეეხება მომხდარის სამუშაო ვერსიას, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ქართული ოცნების სპიკერები ჯიუტად ცდილობდნენ გახარიასთვის “ჩაედოთ” მელიას დაპატიმრების მოთხოვნა, ასეთია:

გახარიას გადაყენების გეგმა იყო მარტივი – მელიას ძალისმიერი დაპატიმრება გახარიას პრემიერობის პირობებში, ანუ მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა. მღელვარების განმუხტვა გახარიას იძულებით-ნებაყოფლობითი გადადგომით, ბონუსად გომელაურსაც ზედ მიაყოლებდნენ. მერე “კეთილი” ბიჭები ყველაფერს “დაალაგებდნენ” და იქნებოდნენ შოკოლადში.

ამ გეგმაში ბიძინას როლი არსად არ იკვეთება.

“ნასტუპაეტ დიქტატურამ” გახარიას შესრულებით მოვლენები თავდაყირა დააყენა. ჩაერთო ბიძინა და შეკვეთილი კობახიძის ნაცვლად მივიღეთ ღარიბაშვილი”, – წერს ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...