ხუხაშვილი: გახარიამ ერთადერთი რაც იცის, ეს შუას გაკრეფის სპეც ოპერაციის ჩატარებაა ომის წინ

“გახარიამ ერთადერთი რაც იცის ეს არის შუას გაკრეფის სპეც ოპერაციის ჩატარება ომის წინ. “,-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ქვეყანაში არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ არსებობს.

“სამწუხაროდ , ხელისუფალს სხვა ამოცანა აღარ აქვს დარჩენილი არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი ქვეყანაში არ არსებობს , ერთადერთი არის ძალაუფლების შენარჩუნება.

ჩათვალა ხელისუფალმა , რომ ამ ამოცანას ყველაზე კარგად შეასრულებდა საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია. მან ერთადერთი რაც იცის ეს არის შუას გაკრეფის სპეც ოპერაციის ჩატარება ომის წინ.

ფაქტობრივად საკუთარი ძალების მაქსიმალურად მონოპოლიზება, კონსოლიდირება, საომრად მომზადება და რაც მთავარია ყველა თავისი ოპონენტი გადატენოს მოწინააღმდეგის ბანაკში”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად