გია ხუხაშვილი: გაბუნიას საქმეში პოლიტიკური კონტექსტის წაყრუება, რუსეთთან კაპიტულაცია იქნება

ექსპერტი გია ხუხუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის საქმე სისხლისსამართლებრივი გამოძების ჩარჩოში დატოვოს.

როგორც ხუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის იგნორირებაც “რუსეთთან მორიგი კაპიტულაციის აქტად“ იქნება აღქმული.

“ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გაბუნიას საქმის ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩარჩოში დატოვების მცდელობას.

სინამდვილეში, ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის “წაყრუებაც” იქნება რუსეთთან მორიგ თემაზე მორიგი კაპიტულაციის აქტი.

ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია და გაქვს ილუზია, რომ დათვს თუ მოეფერები ის ამას დაგიფასებს და აღარ შეგჭამს.
მშიშარა ხელისუფალი ისევე სახიფათოა, როგორც თავზეხელაღებული”-წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად