ხუხაშვილი: დღეს სააკაშვილი “ოცნების” შტაბის უფროსია, ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის”

დღეს სააკაშვილი “ოცნების” შტაბის უფროსია, ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით, მიშა სააკაშვილი არის უკვე ქართული ოცნების შტაბის უფროსი და ბიძინა ივანიშვილი არის ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი. ერთმანეთზე მუშაობენ ახლა. ანუ, ის სატოპკეებს უწევს ამას და ეს სატოპკეებს უწევს იმას. რატომ? იმიტომ, რომ ბუნებაში არის ანტაგონიზმის სიმბიოზები, რომელიც ერთმანეთს ვერ იტანენ. შეთქმულები კი არ არიან, მართლა ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთში ხედავენ სარგებელს. ბუნებაში არსებობს ანტაგონისტი სიმბიოზი ნიანგი მტაცებელი და ჩიტი კოლიბრი. ჩიტი კოლიბრი აჯდება ნიანგს და კბილებს უწმინდავს, ანუ ორივე სარგებელს ნახულობს. ხო ანტაგონისტები არიან, ნიანგი უნდა ჭამდეს კოლიბრს, მაგრამ არ ჭამს იმიტომ, რომ მისგან ხედავს სარგებელს. დაახლოებით ამ ტიპის სიმბიოზი ჩამოაყალიბეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად