ხუხაშვილი: ჩვენ მთლიანად პოლიტიკური ელიტის სერიოზული კრიზისი გვაქვს

“ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ხელისუფლების და მართველობის სისტემის კრიზისი.”,- ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “მთავარ ამბავში” “ენდიაის” გამოკითხვის შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ხელისუფლების და მართველობის სისტემის კრიზისი. ჩვენ მთლიანად პოლიტიკური ელიტის სერიოზული კრიზისი გვაქვს. ის რომ ალტერნატივა არ არსებობს ეს კიდე უფრო ამძიმებს ამ სურათს. ვსაუბრობ ღირსეულ ალტერნატივაზე. 57% რომელიც ამბობს რომ დღეის მდგომარეობით მათ არ იციან ვის უნდა მისცენ ხმა შემაშფოთებელი ციფრია. ეს მოთხოვნა თუ არ შეივსო დავრჩებით არალეგიტიმური პოლიტიკური ელიტის კლანჭებში”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად