ხუხაშვილი: აშშ-ის სტრატეგიაა შავ ზღვაში რუსეთის დომინირება დაასრულოს,ამიტომ ანაკლიის პორტს სტრატეგიულად მიიჩნევს

ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრა ნიუსის” ეთერში განაცხადა.

“მოგეხსენებათ, დღევანდელი დიდი გლობალური დაპირისპირების, გეოპოლიტიკური, დიდი და ძალიან სახიფათო თამაშის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა შავი ზღვა. გაგახსენებთ იგივე ყირიმის სრუტესთან განვითარებულ მოვლენებს და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ასეთი სტრატეგია, რუსეთის დომინირება შავ ზღვაში დაასრულონ. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყანაა შავი ზღვისპირეთის ქვეყანა. ისინი ცდილობენ შექმნან, ესე რომ ვთქვათ კონტრ აქტივობა რუსეთის, ანუ დააბალანსონ რუსეთი შავ ზღვაში. ამისთვის საკმარისი ინფრასტრუქტურა შავ ზღვაში საკმარისი არ არის და ისინი ანაკლიის პორტს სტრატეგიულად, შესაძლოა მოიაზრებდნენ ამ უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ ელემენტად. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...