ხუხაშვილი: პატივი უნდა მივაგოთ მედიას, რომელიც ასევე ფრონტის წინა ხაზზე მუშაობს და გვაწვდის ინფორმაციას, როდესაც ჩვენ ვართ სახლში

ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული მედია სხვების ნაცვლად სვამს კითვებს და აიძულებს ხელისუფლებას, საზოგადოებას გასცეს პასუხი იმ კითხვებზე.

“ჩვენ დამსახურებულად მივაგებთ პატივს ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომელმაც კრიტიკულ მომენტში საუკეთესო თვისებები გამოავლინა, გავიდა ფრონტის წინა ხაზზე და იბრძვის ყოველი ჩვენთაგანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როდესაც ჩვენ ვართ სახლში.
ვფიქრობ, რომ ასეთივე პატივი უნდა მივაგოთ მედიას, რომელიც ასევე ფრონტის წინა ხაზზე მუშაობს და გვაწვდის ინფორმაციას, რომელიც იბრძვის ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, როდესაც ჩვენ ვართ სახლში. მათ შორის კრიტიკულ მედიას, რომელიც ჩვენს მაგივრად სვამს ჩვენში დაბადებულ კითხვებს და აიძულებს ხელისუფლებას გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხები.
შეიძლება რაღაცაზე ვღიზიანდებით, ვუწუნებთ პროფესიონალიზმს, ვსაუბრობთ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ასეთ დროს როგორც შექება, ასევე მათრახი სჭირდება”-წერს გია ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად