ხუბულური: ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავის, მარანას , დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

თემურ ხუბულურმა ადგილობრივებს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ მე მჯერა ჩემი რაიონის მოსახლეობის . მათ არაერთხელ გამომიცხადეს მხარდაჭერა და ნდობა,მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს 30 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რამეთუ მათი სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღის საწინდარია“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია, ყველა სფერომ ფუნდამეტური და ამავდროულად ნაყოფიერი ცვილებები განიცადა. გატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება.ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად