“ხშირად ვამბობ, რომ ჯონ სნოუ ვარ, სინამდვილეში კი სამუელ ტარლი ვარ” – “აიპრესის” ექსკლუზიური ინტერვიუ ჯორჯ მარტინთან

“აიპრესი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ მწერალთან და სცენარისტთან, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინთან. სრულ ვერსიას ჩვენი მკითხველი მალე იხილავს, მანამდე კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.

ინტერვიუ სპეციალურად ჩვენი სააგენტოსთვის ქართველმა მწერალმა ზაზა კოშკაძემ ჩაწერა, რომელიც ჯორჯ მარტინს დუბლინში შეხვდა.

როგორც ზაზა კოშკაძე ამბობს: შეხვედრა შაბათს, 17 აგვისტოს, 16:50-ზე, დუბლინის საკონფერენციო ცენტრის პრეს-რუმში შედგა. ინტერვიუ ათი წუთის ნაცვლად, ოცდახუთი წუთი გაგრძელდა და მას მისი ორი ასისტენტიც ესწრებოდა.

“ჯორჯ მარტინი”: ხშირად მინდება იმის თქმა, რომ მე ჯონ სნოუ ვარ, ჰეროიკული ახალგაზრდა ლიდერი, უშიშარი და ქარიზმატული. თუმცა, ტირიონ ლანისტერი უფრო მინდა ვიყო. საკმაოდ სახალისო იყო ტირიონის მონაკვეთების წერა, განსაკუთრებულად ვაფასებ მის ინტელექტს და ენამახვილობას, მაგრამ მისი ენამახვილური ფრაზების წერას კვირებს ვანდომებდი, ასე რომ, რეალურ ცხოვრებაში მის გონებამახვილობასთან ალბათ ახლოსაც ვერ მივალ. ისე კი, სინამდვილეში ალბათ უფრო სამუელ ტარლი ვარ”.

ცნობისთვის, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია ფენტეზის, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა, სახელით „სამეფო კარის თამაშები“. ჟურნალმა Time-მა მარტინი 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...