ხოჭო ციხის ფაფის გემოზე გავლენას არ ახდენს

რუსეთში, კომის ავტონომიური ოლქის ქალაქ ინტას N3 საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებულმა ერთ-ერთმა დაკავებულმა შვრიის ფაფაში არსებული ხოჭოების გამო საჩივარი დაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგის მიერ საჩივრის თაობაზე გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ ბურღულის ხოჭოები ფაფის გემოზე გავლენას არ ახდენენ.
 
“ბურღულის ხოჭოები მომზადებული საჭმელის გემოვნურ თვისებებზე და ენერგეტიკულ ღირებულებაზე გავლენას არ ახდენენ და მოზრდილი ადამიანისთვის საშიშროებას, მეტადრე მისი თერმული დამუშავების შემდეგ, არ წარმოადგენენ”, – წერენ დოკუმენტში.
 
პასაუხში აგრეთვე აზუსტებენ, რომ მენარდეს, რომელთანაც გაფორმებულია სახელმწიფო კონტრაქტი, შეახსენეს საკვები პროდუქტების შენახვის დროს დარღვევების დაუშვებლობის თაობაზე.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად