ხოშტარია: თავისუფლებისთვის ბრძოლით არ დავიღლებით! 2020-ში გავისტუმრებთ ამათ და შემდეგს ვეტყვით, ამ პრინციპებზე იქნება საქართველო!

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“გავრილოვის ღამეს ჩვენ ყველამ ჩავაბარეთ ღირსების ტესტი. ღირსების, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს. იმიტომ, რომ თავად არ იცის, რა არის ღირსება. ჩვენ გამოვედით და ვუთხარით, რომ ჩვენ არ დაგითმობთ ღირსებას. ის ჩვენია და ჩვენი ქვეყნის არის. ჩვენ ამას ვერ წაგვართმევთ. 3 თვის განმავლობაში ჩვენ ჩავაბარეთ გამძლეობის ტესტი, პირველ რიგში იმ ადამიანებმა, რომლებმაც ფეხი არ მოიცვალეს აქედან. ყველას ეკუთვნის ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა.

შეუძლებელია ჩვენ დავიღალოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში. იმიტომ, რომ ჩვენ გვაერთიანებს, ყველას განსხვავებულს გვაერთიანებს იდეა, რომ ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ აერთიანებს ადამიანი. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც დგას ადამიანის ფასეულობაზე. ეს ადამიანი არ არის მონა, ეს ადამიანი არ არის ბელადი, ეს ადამიანი არ არის ოლიგარქი, ფულის ტომარა, მბრძანებელი, ეს არის თავისუფალი ადამიანი! თავისუფალ ადამიანზე უნდა იდგას საქართველო.

თავისუფლება არ არის ძალადობის უფლება, ისე როგორც ეს ესმით ამათ [ხელისუფლებას], თავისუფლება არ არის სხვების ჩაგვრის, მიტაცების, თვალების დათხრის უფლება. ამ უფლებას ჩვენ არ ვაძლევთ ბიძინა ივანიშვილს, ამ უფლებას ჩამოვართმევთ ივანიშვილს. ადამიანი, რომელიც 2 დღის წინ ჩვენთან ერთად იდგა, გადასცეს რუსეთს, ჩვენ ის ვერ დავიცავით, მაგრან უნდა დავდოთ პირობა, რომ ყველა ადამიანს დავიცავთ. არცერთ სხვა ხელისუფლებას ამის უფლებას არ მივცემთ. ადამიანის თავისუფლებას, რის გარეშეც კეთილდღეობა არ არსებობს სჭირდება მოპოვება, ას წაგვართმევენ თუ ჩვენ არ ვიბრძოლეთ, ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით, ამიტომ 2020-ში აუცილებლად გავისტუმრებთ ამათ და ყველა მომდევნო პოლიტიკოსს ვეტყვით, რომ აი ამ პრინციპებზე იქნება ჩვენი ქვეყანა და არა თქვენ სურვილებზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94 დღეს კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად