ხოშტარია: საქართველოში სსრკ-ს ჰიმნი რომ არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამას ვაპროტესტებდით

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ელენ ხოშტარიამ განაცხადა.

“საბჭოთა კავშიროს ჰიმნი რომ არ უნდა ჟღერდეს საქართველოში, სწორედ ამას ვაპროტესტებით ჩვენ.

აბსურდია, “ქართული ოცნება” რაც ცდილობს, გავრილოვის ჩამოყვანის მერე იძახდნენ, რომ  რუსეთში გავრილოვი მისი ლექტორი იყო და მან მოიყვანაო” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ გადაცემა “პოლიტმეტრში” .

შეგახსენებთ, კვების ობიექტზე სადაც ელენე ხოშტარია ვახშმობდა, აქციის მონაწილეები მივიდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები  “ევროპული საქართველოს” წევრების ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის პერფორმანს აპროტესტებენ.

 

 

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნით შევიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად