ხოშტარია: რუსეთში სწავლა იმიტომ მომიწია, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა (ვიდეო)

ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე მათ შორის მტრის ბანაკში როგორ ასწავლიან, რას ასწავლიან, რა ტიპის ნარატივებია სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა,- ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას კითხვაზე.

” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს შეკითხვა დაუსვეს, თუ რატომ ჩააბარა მან იმ უნივერსიტეტში, რომელიც ,,კაგებეს“ დაფუძნებული იყო. ხოშტარიას თქმით, მან მტრის ბანაკში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.

“თქვენ მართლა მიგაჩნიათ რომ ვისაც რუსეთში უსწავლია ეს პრობლემაა? ესეც პროპაგანდაა ქართული ოცნების. სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა.ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე მათ შორის მტრის ბანაკში როგორ ასწავლიან, რას ასწავლიან, რა ტიპის ნარატივებია“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად