ხოშტარია: “ქართულ ოცნებას“ დათხრილი თვალების გადაფარვა სჭირდება მოგონილი ჯგუფური ძალადობით

“ეს ადამიანები ვისაც მე ვესაუბრე არიან მძევლები ამ ხელისუფლების და არანაირი კავშირი ძალადობასთან მათ არ აქვთ”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ გლდანის ციხეში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხად

“ეს არის დამატებითი ტერორი. ერთი ადამიანის გარდა არც ერთი არათუ არანაირ კავშირში არ არის რაიმე პარტიასთან, არამედ მათი დასახელებები არ იცოდნენ.

ეს ადამიანები ვისაც მე ვესაუბრე არიან მძევლები ამ ხელისუფლების და არანაირი კავშირი ძალადობასთან მათ არ აქვთ. თუ იყო ცალკეული შეტაკება პოლიციელებთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უმრავლეს შემთხვევაში ამოჭრილია ის კადრები, სადაც უკვე ამ ადამიანების რეაქციაა, მანამდე მათ მოხვდათ პოლიციისგან.”,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“დღეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს მოგონილი ჯგუფური ძალადობით. ეს ადამიანები რაიმე სახის ძალადობის ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ. არც ერთი მათგანი აქ ყოფნას არ იმსახურება“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...