ხოშტარია: პოლიტპატიმრები გვყავს და აქ ჰალსტუხმოჭერილი ზის ირაკლი შოთაძე

” პოლიტპატიმრები გვყავს და ჰალსტუხმოჭერილ ზის ირაკლი შოთაძე”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, TV პირველის ეთერში განაცხადა.

“პოლიტპატიმრები გვყავს და ჰალსტუხმოჭერილ ზის ირაკლი შოთაძეს ვითომ, რაღაც გენპროკურორად ირჩევენ?! არა თუ პოლიტპატიმრები გვყავს, კიდევ დაანონსებულია რეპრესიები.

ირაკლი შოთაძის უკან დაბრუნება, სწორედ ამ რეპრესიების შემსრულებლის მოყვანა არის დღეს. ამ რეალობაში ვდგევართ. ამიტომ, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციონერმა ნახოს მწვავე ფორმა სისტემათან შეწინააღმდეგების”,-ამბობს ხოშტარია.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძე უსმენენ. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად