ხოშტარია: “ოცნებას” “ევროპული საქართველოს’’ და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანების ეშინია

ასე პაუსუხობ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის, ირკალი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებებებს.

პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ მორიგი აგრესიული განცხადება “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის წინააღმდეგ. ის აგრესია, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებაშია, კარგად აჩვენებს რამდენად არ სიამოვნებს, ტკივა და ეშინია ქართულ ოცნებას სწორედ ასეთი გაერთიანებების. ქართული ოცნების სტრატეგიაადაქსასვა, დაშინება და ბუნებრივია მათ ამ გაერთიანების ეშინიათ.

 მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ფასეულობების გაერთიანებაა ჩვენი დათავისუფალი დემოკრატებისგაერთიანება და ჩვენ რა გაკვეთილებიც მივიღეთ წარსულიდან, არის ის, რომ შალვა შავგულიძე სამართლიანად იდგა პრინციპების სადარაჯოზე და სამართლიანად აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას. სწორედქართული ოცნებაღალატობს ამ პრინციპებს და არასდროს არ იზიარებდა, რადგან მათთვის მურუსიძე, რომელიც ამ დანაშაულის მონაწილე იყო, დღეს მათთვის საჭირო და გამოსადეგი ადამიანია და სწორედ მათ არ იციან ფასეულობები და პრინციპები, რადგან მთელ სასამართლო სისტემას აფუძნებენ ასეთი ტიპის მოსამართლეებით. ამიტომ, პრინციპებზე და ფასეულობებზე საუბარიოცნებისმხრიდან არის წარმოუდგენელი უტიფრობა. მათ უღალატეს სამართლიანობას და კანონის უზენაესობის პრინციპს” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...