ხოშტარია: კომიკურია ასეთი ხელისუფლება, გადაწყვიტეს ვითომ, დააშინონ მოსახლეობა

“კომიკურია ასეთი ხელისუფლება”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას ნიკა გვარამია სძეულს.

” ეს არის რეპრესიების ერთ-ერთი განშტოება, ცხადია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პასუხი კი არ აგოს იმაზე, რაზეც უნდა აგოს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, ვითომ, დააშინოს მოსახლეობა. ნიკა გვარამია რომ სძულს “ქართულ ოცნებას”, მე მგონი, ამას არც არავინ უარყოფს.

მთლიანად ეს არის მცდელობა, ვითომ, ძალის დემონსტრირების, მაგრამ კომიკურია ასეთი ხელისუფლება,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...