ხოშტარია: კატასტროფაა, როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვა კარგავს ფასს

” “ქართული ოცნების” სიტყვამ ფასი დაკარგა”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისასა განაცხადა.

“რა ფაქტები დადო ხელისუფლებამ? ჩვენ ვნახეთ პროკურატურის მოთხოვნა 19:00 საათზე რომ იმუნიტეტი მოუხსნან მელიას და სრულიად სამართალისგან დაცლილი საბჭოთა შოუ დადგეს პარლამენტში. არცერთ მტკიცებულებაზე საფუძვლიანი პასუხი არ ჰქონდათ. არ ჰქონდათ საფუძველი რატომ უხსნიდნენ იმუნიტეტს. ერთი მტკიცებულება ვერ წარმოდაგინეს.

წინასწარ დაგეგმილ გადატრალებზე რომ საუბრობ ფაქტები ხომ უნდა მოიყვანო? თან ეს არის მესამე შემთხვევა წინასწარ დაგეგმილ გადატრიალებაზე რომ საუბრობდა, როდესაც ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია ეუბნება რომ არცერთი საქმე არ გამოგიძიებიაო. მაგიტომაც ვამბობ რომ სიტყვამ ფასი დაკარგა, “ქართული ოცნების” სიტყვამ ფასი დაკარგა. კატასტროფაა, როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვა კარგავს ფასს.”,-განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...