ხოშტარია: ეს გეგეშიძე რაღაცა თავმჯდომარე რომაა, მან დაარღვია კანონი და სახელმწიფომ ის არ დასაჯა

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ჭიდაობის ფედერაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება და როგორც დანარჩენი აქციის მონაწილეები, ითხოვს ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დასჯას.

„ეს გეგეშიძე რაღაცა თავმჯდომარე რომ არის, მან დაარღვია კანონი. თავი დავანებოთ იმას, მოჭიდავეების ოჯახში როგორ მოიქცა, მან დაარღვია კანონი. მან დაასისხლიანა ადამიანი, მერე სცადა ამის დამალვა. სახელმწიფომ ის არ დასაჯა. შესაბამისად, ეს არის ბევრად უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ცალკე აღებული პატიოსანი, წესიერი ბიჭი და აუცილებლად ნებისმიერ ასეთ ადამიანს დავუდგები გვერდში და ვიქნები მათ საპროტესტო აქციაზე,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად