ხოშტარია: ელჩების თანდასწრებით იმ ოთხი ადამიანის გვარი ნამდვილად დასახელდა

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს დიდი მონაპოვარი, შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. მათ შორის – ორი დოკუმენტისგან. ერთი დოკუმენტი არის საარჩევნო და მეორე ის, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენებული, რაც დიპლომატიურ ენაზე სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური დევნა უნდა დამთავრდეს, მაგრამ არ მინდა, ეს გადავიყვანო „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის კინკლაობაში, ითქვა-არ ითქვა. მოდით, მათ კეთილსინდისიერებაზე, პასუხისმგებლობაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყოს, რას იტყვიან, მაგრამ ფაქტია, შედეგი უნდა დადგეს; ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ და ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური დევნის ფურცელი უნდა დაიხუროს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამ განცხადებით ელენე ხოშტარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დასახელდა თუ არა ელჩების თანდასწრებით იმ ოთხი ადამიანის გვარი, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს და არსებობს თუ არა კავშირი შედეგის ასე მალე დადგომასა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დანიშვნას და ამ პროცესში ჩარევას შორის.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, თუ შედეგი არ დადგება, შეთანხმება ჩაიშლება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად