ხოშტარია: ძალიან არ მომწონს, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვებივით რომ ჩხუბობენ

“ძალიან არ მომწონს, მაგალითად, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვებივით რომ ჩხუბობენ. არც ერთის მხრიდან არ მომწონს და ამას გიგი უგულავასაც ვეუბნები და ღიადაც ვამბობ, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ყველას ერთს გვეძახის, იმიტომ, რომ მას ასეთი პოლიტიკური კონსტრუქცია სჭირდება – „ისინი ყველანი წარსულია და თუ მე წავაგებ, ბუა მოდის“. „ბუას“ სახით ვართ ჩვენ ყველანი. ვაშაძის მხარდაჭერა იყო არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სააკაშვილს რა დაჭირდა, არამედ, ეს იყო ქვეყნის ინტერესი, რომელიც ჩვენ წინასწარ გვქონდა დაფიქსირებული. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, უნდა იყოს პროპორციული სისტემა, თუ პროპორციული სისტემა არ იქნება, მაშინ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს გარკვეული შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში.

ეს ერთიანობას კი არ ნიშნავს, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მართლა პრინციპული განსხვავებები გვაქვს და იმიტომაც გავიყავით. მე ძალიან არ მომწონს, მაგალითად, უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვებივით რომ ჩხუბობენ. არც ერთის მხრიდან არ მომწონს და ამას გიგი უგულავასაც ვეუბნები და ღიადაც ვამბობ. პოლიტიკა პირადი ურთიერთოებების გარკვევის სივრცე არაა. ჩვენ განსხვავებები გვაქვს ამ პარტიასთან წარსულზეც, მომავალზეც და ეს არის ნორმალური. ორი სხვადასხვა პარტია ვართ, განსხვავებული შეხედულებებით. ამიტომ ვართ გაყოფილები და არა იმიტომ, რომ უგულავამ და სააკაშვილმა წაიჩხუბეს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...