ხოშტარია: ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, როცა პარლამენტის ცარიელ დარბაზში დამონებული დეპუტატები სხედან

ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, როცა პარლამენტის ცარიელ დარბაზში დამონებული დეპუტატები სხედან, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ზოგადად ადამიანები ვინც უყურებდნენ ამ ცარიელ დარბაზს დამონებული ადამიანების, ამას კიდევ ასწრებენ დიპლომატიურ კორპუსს, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. იმიტომ, რომ დემოკრატია არ გამოიყურება ასე. დემოკრატია გამოიყურება კამათში, თუნდაც მწვავე კრიტიკაში, მაგრამ არა ასე, ნახევრად ცარიელ დარბაზში. ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს არის, ეს არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი.

ოღონდ ეს რეალობა არ არის ქვეყანაში. უბრალოდ უნდათ, რომ ეს რეალობა შექმნან. ადამიანები აპროტესტებენ და ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, თავისუფალ არჩევნებს და ხალხი წყვეტდეს ვინ იქნება ამ დარბაზში და არ ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, როდესაც მათ ეგონებათ, რომ ხელოვნურად კომფორტულად ჩაიკეტებიან ამ დარბაზში და ხელოვნურ, გულისამრევი და არაფრისმთქმელი გამოსვლებით შეიქმნიან კომფორტს, ყოველთვის ექნებათ ეს დისკომფორტი. საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ის გზავნილია, რომ არ ვეგუებით საბჭოთა კავშირის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც განმარტება იმ პერფორმანსთან დაკავშირებით გააკეთა, რაც ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განახორციელა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის თანხლებით შევიდა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური მოხსენება მინდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად