ხოშტარია: ჩემი რეაქცია იყო ვისაუბროთ-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს “ოცნების” შტაბიდან მართულია

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” ჩართვისას განაცხადა.

“სამწუხაროდ იმ დარბაზში ის ჰიმნი მანამდე ხშირად ისმოდა და “ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი ამ დროს მართლაც ფეხზე დგებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მოპოვებული დამოუკიდებლობა, მთელი ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ხდება, ეს არის სწორედ ამ ყველაფრის მობრუნების საფრთხე. როდესაც ჩვენ ვხვდებით პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა მარიონეტს, რომლებიც ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარე მართავს ქვეყანას და ეს ნორმალურია. როცა ვხედავთ ერთ პარტიას, იმიტომ რომ უმრავლესობა აქვს და იღებენ გადაწყვეტილებას და რასაც უნდათ იმას აკეთებენ, სწორედ ეს არის საბჭოთა კავშირის დაბრუნება და ამის სახელის დარქმევაა იმ ჰიმნის გაჟღერება.  მეორეა ის, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ პარტიული მიზნებისთვის.

როდესაც შემოვიდნენ ჩემი პირველი რეაქცია ეგ იყო, რომ მოდით და ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ქართული ოცნების შტაბიდან მართული პროცესი. ეს ის კი არ არის, რომ რაღაც ვერ გაიგეს და ახსნა უნდა. სწორედ საბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტია იმ ჰიმნის გაშვება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციაა. აქციის მონაწილეებისგან ისმის შეძახილები “წადი, წადი”. იქამდე კი აქციის მონაწილეები მივიდნენ კვების ობიექტზე სადაც ელენე ხოშტარია ვახშმობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად