ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ელენ ხოშტარიამ განაცხადა.
“ხვალ აუცილებლად უნდა მივიდეთ სასამართლოში და ვანახოთ ბიძინა ივანიშვილს, დაჭერით კი არა, ვერაფრით ვერ შეგვაშინებს. რამდენჯერაც ამ მასკარდს მოგვიწყობს… რა მასკარადი იყო, ჩააცვა რაღაც მასკები, დაახურა, დააჭერინა ფარები და რა გონია, ჩვენ რამე დაგვაფრთხობს?!
ბიძინა! პირდპირი გეუბნები – პიკეტირებაც იქნება, გადაკეტვაც იქნება, ბლოკირებაც იქნება და შენი წასვლაც იქნება. პირდაპირ გეუნები, და კიდევ აჩიკო თალაკვაძე, რომ დაგიჯერებია, ვითომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომის ჭერა კიდევ ბევრჯერ მოგიწევს ხელში.
ჩემი ხელით დაგაჭერინებ. პირობას გაძლევ!”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.