ხოშტარია: 20 ივნისს დაკავებულები ოჯახებთან კომუნიკაციას ითხოვენ

“20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების ადამიანური თხოვნა, რომ მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის.”

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც  20 ივნისის ღამეს დაკავებული სამი ადამიანი მოინახულა.

ელენე ხოშტარიას თქმით, დაკავებული ადამიანები პოლიტიკური მძევლები არიან.

„მე დღეს ოქრუაშვილიც ვინახულე. ერთი ძალიან ცალსახა თხოვნაა რაც ყველასგან ისმის, ადამიანური თხოვნა, რომ მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ახალშობილი ბავშვები, მშობლები ნერვიულობენ. წარმოუდგენელია, ამ ყველაფერთან ერთად რატომ უნდა შეეზღუდოთ ადამიანებს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად