ხოშტარია 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებზე: ეს ადამიანები ამ პოლიტიკური ვითარების მძევლები არიან

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“აქ ჩანს ცალსახა უსამართლობა. ადამიანები ჩემი შეფასებით არიან მძევლები ამ პოლიტიკური ვითარების და ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ არ არის სამართლებრივი პროცესი. პირველი, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ მათი სამართლებრივი მხარდაჭერა და ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქ მართლა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ხალხია. ერთის გარდა არცერთი არ იყო აქტივისტი.

მე როცა შევდიოდი ციხეში, ბოდიშებს ვუხდიდი, რომ შეიძლება არ მოვწონდი და ვეუბნებოდი, რომ არ გეგონოთ პოლიტიკაზე სასაუბროდ მოვდივარ-მეთქი. აქ მოქალაქეობრივ და საზოგადოებრივ პოზიციაზეა საუბარი და არა პოლიტიკურზე. საუბარია იმაზე, რომ მათ აღმოვუჩინოთ სამართლებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი მხარდაჭერა და პირველ რიგში მივაღწიოთ, იმას რომ ოჯახის წევრებთან შეძლონ საუბარი, რათა მშვიდად იყვნენ მათი ოჯახის წევრები”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...