ხოშტარია 20-21 ივნისს დაკავებულებზე: გადავწყვიტე, მოვინახულო და გამოვხატო მხარდაჭერა

“ყველაზე მთავარია მათი ადამიანურად მონახულება და მდგომარეობის გაგება, მორალური თუ ჯანმრთელობის მხრივ”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია საპატიმროში შევიდა, სადაც მიმდინარე წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს.

“მოვინახულებ 10 პატიმარს. ეს მხოლოდ ის 10 ადამიანია, რომლის შესახებაც შევძელი ინფორმაციის მოპოვება და კიდევ ორის შესახებ მოვიპოვე ინფორმაცია. ამ დღეებში მათაც მოვინახულებ. აქ ყველაზე მთავარია მათი ადამიანურად მონახულება და მდგომარეობის გაგება, მორალური თუ ჯანმრთელობის მხრივ, ასევე, რა აქვთ სათქმელი ოჯახისთვის. როგორც ვიცი, რამდენიმე მათგანს, გაუგებარი მიზეზების გამო, ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ისი თქმით, დაკავებულებს არ ხვდება როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

“მე აქ ვარ როგორც არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, აქ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ადამიანები არიან, არ არის პარტაქტივი, არიან მოქალაქეები და როგორც პარლამენტის წევრმა, რომელსაც შემიძლია, ვნახო და დავინტერესდე მათი მდგომარეობით, გადავწყვიტე, მოვინახულო და გამოვუხატო მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...