ხორვატმა წყალბურთელებმა რუსებს 25:24 სძლიეს და მონტენეგროელებთან და ბერძნებთან ერთად ტოკიოში იასპარეზებენ
როტერდამში დასრულდა ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში.
პლეი ოფის ფინალში მონტენერგოელებმა ბერძნები დაამარცხეს 10:9(2:3, 3:3, 1:2, 4:1)
პლეი ოფის ნახევარფინალში დამარცხებულ ხორვატების და რუსების მატჩში ხორვატებმა პენალტების სერიაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება 25:24(4:3, 2:4, 3:1, 2:3, პენლ 14:13) და მონტენეგროელებთან და ბერძნებთან ერთად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
მეხუთე ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებმა-საფრანგეთს სძლია 10:9(4:2, 1:3, 0:3, 5:1).
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-7 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში კანადას მოუგო – 18:10 (4:2, 8:3, 3:2, 3:3)