ხორვატიული პრესა: “საბურთალოს” სასწაულის იმედი აქვს

დღეს ხორვატიაში, ზაგრების Maksimir Stadium-ზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის განმეორებითი მატჩი გაიმართება ზაგრების “დინამოს” და “თბილისის “საბურთალოს” შორის.

23 ივლისს თბილისში ორბურთიანი სხვაობით გამარჯვების მიუხედავად ზაგრებელთა მწვრთნელი ნენად ბელიცა არ მიიჩნევს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია.

მე მჯერა, რომ ჩვენ კარგად ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ, მაგრამ მოდუნება ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს, – ამბობს ბელიცა.

“ჩვენ პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალური სერიოზულობა გვმართებს, ჩვენ ვნახეთ, რომ საბურთალო კარგი გუნდია და თუ სივრცეს დავუთმობთ, შეიძლება გამოიყენოს.

დინამოელთა სტოპერი დინო პერიჩი აგრეთვე აღნიშნავს მოწინააღმდეგეების კლასს:

“მათ მართლაც შესანიშნავი გუნდია. მე არ მჯერა, რომ ისინი დაგვნებდებიან , ამიტომ ჩვენ მძიმე მატჩი მოგველის”

ხორვატიული პრესის მიხედვით, პრესკონფერენციაზე საბურთალოელთა მწვთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილის თქვა, რომ “მათ არაფერი აქვთ დასაკარგი” და მის გუნდს სასწაულის იმედი აქვს. რიგი გამოცემები აღნიშნავენ, რომ საბურთალოელთა ვარჯიშს მათი დელეგაციის წევრი მართლმადიდებელი მღვდელი ესწრებოდა. შესაძლოა, მათ იმედი აქვთ, რომ სასწაული ასე უფრო ადვილად მოხდება, – წერენ ხორვატები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად