ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, პოსტი დატოვა

ხორვატიის ვიცე-პრემიერმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

“დღეიდან მე ვტოვებ ვიცე-პრემიერის და თავდაცვის მინისტრის პოსტს”, – აცხადებს იგი.

ხუთშაბათს, ქალაქ ზადარის მახლობლად, ხორვატიის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მფრინავი – ინსტრუქტორი მარკო ნოვკოვიჩი და სტაჟიორი ლუკა იაგატიჩი დაიღუპნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, დგინდება ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მეთაურმა ჟურნალისტებთან განმარტა, მან არ შეატყობინა მთავრობის უფროსს ანდრეი პლენკოვიჩს გადადგომის შესახებ.

“ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ დაღუპული მფრინავების ოჯახების გვერდით და ყველა საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ მათ. როგორც თავდაცვის მინისტრი, ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ხორვატიის საჰაერო ძალებს და მთელს ჯარს.” – აცხადებს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად