ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 79,29%-ის დათვლის შემდეგ მმართველი პარტია ლიდერობს

გუშინ, ხორვატიაში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ხმების 79,29%-ის დათვლის შემდეგ დიდი უპირატესობით ლიდერობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის მემარჯვენე-ცენტრისტული “ხორვატიის დემოკრატიული პარტია”. იგი 151 მანდატიდან 68 -ს ისაკუთრებს.

მეორე ადგილზე 43 მანდატით გადის ქვეყნის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის მემარცხენე-ცენტრისტული “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” გარშემო გაერთიანებული პარტიების კოალიცია “გადატვირთვა”.

მესამე ადგილზე 15 მანდატით არის 2020 წლის დასაწყიში მომღერალ და ბიზნესმენ მიროსლავ შკოროს მიერ შექმნილი პარტია ” მოძრაობა სამშობლოსთვის”.

151-დან 8 მანდატი ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაა გათვალისწინებული.

სხვა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობის მიუხედავად გამარჯვებულ პარტია დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს და იძულებული იქნება რომელიმე სხვა პარტიასთან ერთად კოალიციური მთავრობის ფორმირებას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად