ხორვატიაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებული ხდება

დღეს, ხორვატიამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ორშაბათიდან, უმეტეს დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, სავალდებული გახდება სამედიცინო ნიღბის ტარება.

ხორვატიაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 140 შემთხვევა დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ასეთი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევები ხორვატიაში პირველად დადასტურდა.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ხორვატიამ მაისის ბოლოსთვის შეძლო და 23 მაისიდან 18 ივნისამდე პერიოდში ქვეყანაში  ინფიცირების მხოლოდ  15 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დღიდან მოყოლებული კი ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და 18.06-11.07 პერიოდში ინფიცირების 1414  შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიზეზად შეზღუდვების მოხსნა და მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის ქორწილები სახელდება.

სამოქალაქო დაცვის ეროვნული სამმართველოს განცხადებით, ორშაბათიდან სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებული გახდება როგორც მაღაზიის თანამშრომლებისთვის, ასევე კლიენტებისთვის. სავალდებული იქნება ნიღბის ტარება აგრეთვე ბარებში, რესტორნებში და სხვა ადგილებში, სადაც კლიენტებს შორის მჭიდრო კონტაქტია.

ამ დროისთვის ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე 500 ათასამდე ტურისტი ისვენებს ცენტრალური ევროპიდან და გერმანიიდან, მაგრამ მათ შორის ვირუსით ინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო.

ხორვატიაში ინფიცირების 3672 და გარდაცვალების 118 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად