ხორვატიაში სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ხორვატიელმა ეპიდემიოლოგებმა ქვეყანაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა.

“გუშინ მივიღეთ იმ ნიმუშების შედეგები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრს გავუგზავნეთ. 300 ნიმუშიდან 60 კორონავირუსის ბრიტანული შტამია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასევე ორ ადამიანს, ვინც დაბრუნდა აფრიკიდან, კერძოდ ზანზიბარიდან, დაუდასტურდა სამხრეთ აფრიკული შტამი.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავდროულად, როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, ამჟამად ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი სამხრეთ აფრიკული ვერსია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...