ხორვატიაში პოლიციამ 703 ყალბი PCR-ტესტი აღმოაჩინა

ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2021 წელს ხორვატიის პოლიციამ ჯამში 703 ყალბი PCR-ტესტი გამოავლინა. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

მონაცემები გამოქვეყნდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც 26-მა ადამიანმა, მათ შორის 13-მა არასრულწლოვანმა ყალბი PCR-ტესტებით საფეხბურთო სტადიონზე მოხვედრა სცადა.

გარდა ამისა, რამდენიმე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი PCR-ტესტები გაყალბებულია. კერძოდ, ყალბი ტესტები დაფიქსირდა ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბრაზილიის, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ავსტრიის, ალბანეთის, კოსოვოს, ჩეხეთის, იტალიის, მონტენეგროს, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, უნგრეთის, სერბეთის და სლოვენიის მოგზაურებში.

ასევე ცნობილია, რომ ხორვატიის მოქალაქეები ყალბ PCR-ტესტებს ქვეყანაში შესასვლელად ან თვითიზოლაციის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ.

ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატების გაყალბება ჯერ არ დაფიქსირებულა.

კომენტარები
იტვირთება...