ხორგუანი: ჯანდაცვის მინიტრი თუ ნამდვილად ივანიშვილის ოჯახის ახლობელია, თავად უნდა გადადგეს

სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სისტემასა და მინისტრზე წერს:

“ამ ერთხელაც დავწერ💼
1. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემას იმდენი დაფინანსება, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს, არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. ამის წყალობით გადარჩა ბევრი ადამიანი, დარგმაც ამოისუნთქა და სახელმწიფოც ჩვენიანად გავიცანით.
2. ამ გადაუდებელი აუცილებლობისა და გონზე მოსვლის შემდეგ თანდათან უნდა დაგვეწყო ამ სისტემების უკეთ მართვა – პირველადი ჯანდაცვის მოწესრიგება, მომსახურების გაუმჯობესება, ჩვენი საერთო ფულის მეტად ეფექტიანად და ეფექტურად ხარჯვა და აშ.
3. მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ამ თანამდებობაზე პოლიტიკური მენეჯმენტის ცოდნა აუცილებელია. და ეს უნდა დავამკვიდროთ როგორღაც.
4. როცა ბახტაძემ წარმოგვიდგინა ჯანმინისტრი, მას არ ვიცნობდით, როგორც სხვა ბევრ მინისტრს აქამდე. ფაქტია, ვერ გაამართლა. ეს კოვიდამდეც გამოჩნდა, უკუღმა და კომუნიკაციის გარეშე დაწყებული რეფორმით. ეპიდემისას არ მოამზადა სისტემა სათანადოდ, ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებდნენ ამ ციფრების შესახებ. არ დაუჯერა პროფესიონალებს.
5. პოლიტიკა ვერ არსებობს კომუნიკაციის გარეშე, არ კეთდება სტერილურ ლაბორატორიაში. საზოგადოებასთან ურთიერთობა პოლიტიკის ნახევარია, მეორე ნახევარი იდეა და მართვაა.
p.s. ამბობენ, ჯანმინისტრი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია. თუ ის მართლა ახლობელია, თავად უნდა გადადგეს, იმდენი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობა შექმნა საკუთარი არაადეკვატური ამბიციების გამო. ასე სჯობს მისთვისაც და საქმისთვისაც.
p.p.s. პანდემიასთან გამკლავება უჭირთ სისტემურ და განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას დანარჩენი სახელმწიფოს(მოქალაქეების, ეპიდემიელოგების, ხელისუფლების) მიერ მოგებული დრო უკეთ უნდა გამოეყენებინა!” – წერს ხორგუანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად