ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს

საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული 3 პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ადვოკატი მერაბ მამულაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

"სასამართლომ  დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოლა და ბრალდებულებს შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. ადრე აქამდე არსებობდა მიმალვისა და ზემოქმედების საფრთხე და აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს უკვე გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს და შესაბამისად ნაკლებად მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება უკვე უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და აღნიშნულ საფუძველზე უკვე შეეცვალა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდენ ისინი დარბაზიდან", – განაცხადა ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...