ხონში საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა
ხონის ცენტრში, საახალწლოდ გაწყობილი ნაძვის ხე დაიწვა. ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა