ხონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

შემთხვევა სოლომონ მეორის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ასევე დაშავდა ერთი ქვეითია, რომელიც სავარაუდოდ გზაზე გადადიოდა.

ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში აიპრესს დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად