ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის შენობა დაიწვა

ხანძარი იყო ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში. ცეცხლი საჯარო სკოლის შენობის მე-2 სართულზე გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „აიპრესს“ განუცხადეს ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. უწყების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად