ხობის მუნიციპალიტეტში მე-9 კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში.

როგორც “აიპრესს” ადგილობრივებმა განუცხადეს, მეცხრე კლასის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო.

მათივე თქმით, ბიჭს, სავარაუდოდ, ცურვის დროს გული გაუსკდა. ცხედარი ამ დროისთვის ნაპოვნია.

როგორც “აიპრესს”  შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად