ხონის დამსახურებული სახანძრო-მაშველი კობა კეთილაძე სამსახურიდან მადლიერებით გააცილეს

ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველს – კობა კეთილაძეს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, დღეს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე აქვს.

იგი 8 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

ღვაწლმოსილ მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ესტუმრა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალი ინიციატივა დაინერგა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება. აღნიშნული სიახლე სამომავლოდ ტრადიციად დამკვიდრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად