ხობში, საცხოვრებელი სახლიდან 600 ლარი და ვერცხლის სამაჯური მოიპარეს

ქურდობა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტში. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 600 ლარი და ერთი ვერცხლის სამაჯური წაიღეს.

ინციდენტი ორი დღის წინ გვიან ღამით მაშინ მოხდა, როცა ქავთარაძეებს საცხოვრებელი სახლის კარი ღია დარჩათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად