ხობში, ფოთსა და ანაკლიაში მიწისძვრას ნგრევა არ მოყოლია

დაახლოებით 40 წუთის წინ სამეგრელოში მიწისძვრა მოხდა. რომლის ბიძგები 4.5 მაგნიტუდა იყო. ბიძგები ფოთში – ხობსა და ანაკლიაში საგრძნობი იყო.

თავდაპირველად დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვემი იყო, რომ მიწისძვრის ეპიცენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია იყო, მოგვიანებით კი ცენტრამ ჩაასწორა ინფორმაცია და დაწერა, რომ ეპიცენტრი ქალაქი ხობის – დასავლეთით 8 კილომეტრში მდებარე სოფელი გამოღმა ქარიატაა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიდო რწმუნებულის პრესსამსახურის ხელმძღავნელმა პაატა ლაგვილავან “აიპრესთან” განაცხადა ” ხობში, სოფელ ანაკლიაში, ქარიატასა და ყულევში (ფოთი) მიწისძვრას ნგრევა არ მოყოლია. ამ დროისთვის არცერთი შეტყობინება არ შესულა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...