ხობის მუნიციპალიტეტში ქარბორბალამ 12-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ქარბორბალამ 12-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიის წარმომადგენელის განცხადებით, ამ დროისთვის გადაუღებლად წვიმს და შიშობენ, რომ დაზარალებულებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდებათ. მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე იმყოფებიან და არსებულ მდგომარეობას ეცნობიან.

,,მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება,სიტუაციას ვეცნობით. ახლა აქ გადაუღებლად წვიმს, ამიტომ ღია ცის ქვეშ არცერთი დაზარალებული არ დარჩება, მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ოჯახში. ასევე, უკვე შექმნილია კომისია , რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება,“- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ

კომენტარები
იტვირთება...