ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად