ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში, მტაცებელმა ცხოველმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში, მტაცებელმა ცხოველმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლთან ახლოს, საბალახოდ გაშვებული საქონელი დასისხლიანებული იპოვეს. მათივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებელმა ცხოველმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

საკრებულოს დეპუტატის, აკაკი ხურცილავას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია მონადირეთა ჯგუფი და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ღონეს მიმართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად