ხობიდან აბაშის მუნიციპალიტეტში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე გაუჩინარებული კაცი იპოვეს

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის კაცი სენაკში იპოვეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, მუშაობის პროცესში მამაკაცი ჯგუფს ჩამორჩა.

 

კომენტარები
იტვირთება...