სეზონის პირველ მსოფლიო თასზე 161 მოფარიკავე დარეგისტრირდა
ხვალ ალჟირში World Cup by Ooredoo აიღებს სტარტს.
ხმლით ფარიკაობაში, სეზონის პირველ მსოფლიო თასზე 161 მოფარიკავე დარეგისტრირდა. მათ შორის საქართველოს ოთხი წარმომადგენელი: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია. ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 14:00 დაიწყება.
ქართველი მოფარიკავეების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე:
სანდრო ბაზაძე – ტამაშ დეკში (უნგრეთი, 36 წლის, FIE-ს რეიტინგი 63), ტედი ველერი (ვირჯინიის კუნძულები, 28 წლის, FIE-ს რეიტინგი 78), ჯეფ სპეარი (აშშ, 30 წლის, FIE-ს რეიტინგი 147), პაბლო ტროხესი (კოლუმბია, 20 წლის, FIE-ს რეიტინგი 167), ჯაკომო მინგუცი (იტალია, 19 წლის, FIE-ს რეიტინგი 324), გლოდი ბინკოტო მაკანია (კონგო, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი 622);
ბექა ბაზაძე – ალდო მონტანო (იტალია, 40 წლის, FIE-ს რეიტინგი 30), ანატოლი კოსტენკო (რუსეთი, 20 წლის, FIE-ს რეიტინგი 91), ბერნო შნაიდერი (გერმანია, 24 წლის, FIE-ს რეიტინგი 137), ჯონა შეინბერგი (აშშ, 22 წლის, FIE-ს რეიტინგი 149), ჯიანფეი ჰუანგი (ჩინეთი, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი 295), აკრამ ბელკჰირი (ალჟირი, 18 წლის, FIE-ს რეიტინგი -);
მიხეილ მარდალეიშვილი – ანდრეი იაგოდკა (უკრაინა, 30 წლის, FIE-ს რეიტინგი 26), რიკარდო ალვარესი (ჩილე, 20 წლის, FIE-ს რეიტინგი 62), გრანტ ვილიამსი (აშშ, 22 წლის, FIE-ს რეიტინგი 142), ზიპ ვან ჰოლსბეკი (ბელგია, 30 წლის, FIE-ს რეიტინგი 168), ნიკოლას ჰოუვსი (დიდი ბრიტანეთი, 20 წლის, FIE-ს რეიტინგი 310), ნიმა ზაჰედი (ირანი, 20 წლის, FIE-ს რეიტინგი -);
ვაჟა რეჭია – ალინ ბადეა (რუმინეთი, 30 წლის, FIE-ს რეიტინგი 38), დარიო კავალიერე (იტალია, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი 45), იაკუბ ოცინსკი (პოლონეთი, 25 წლის, FIE-ს რეიტინგი 121), ბრაინმორ სონდერსი (დიდი ბრიტანეთი, 24 წლის, FIE-ს რეიტინგი 210), ადემ აბდელჰაჯიბ იზემი (ალჟირი, 17 წლის, FIE-ს რეიტინგი – ). (აღნიშნული ჯგუფის შეხვედრები საქართველოს დროით 15:00 დაიწყება);
ფედერაციის პრესსამსახური.