ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ საბერძნეთმა ნატოს ამცნო

საბერძნეთმა ნატოს წევრ ქვეყნებს დეტალურად აცნობა ხმელთაშუა ზღვისპირეთში თურქეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ. ამის შესახებ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე, საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტელიოს პეტასმა განაცხადა.

”დადასტურდა ჩვენი პოზიცია დაძაბულობის დეესკალაციასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რომ დეესკალაციის აუცილებელი პირობაა [თურქული სამეცნიერო-კვლევითი გემის] Oruc Reis და მისი თანმხლები სამხედრო ხომალდების გაყვანა საბერძნეთის კონტინენტური შელფიდან”, – თქვა პეტასმა.

საბერძნეთი არ ცნობს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ანკარამ დადო ტრიპოლის მთავრობასთან 2019 წლის ნოემბერში თურქეთსა და ლიბიას შორის საზღვაო ზონების დელიმიტაციის შესახებ. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ართმევს საბერძნეთს კუნძულებს თურქეთსა და ლიბიას შორის კონტინენტურ შელფზე და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებზე. თავის მხრივ, ამ ზაფხულს საბერძნეთმა იტალიასა და ეგვიპტესთან დადო ხელშეკრულება ზღვის ზონების დელიმიტაციის შესახებ. ანკარამ განაცხადა, რომ იგი არ აღიარებს ბერძნულ-ეგვიპტურ შეთანხმებას და გამოაგზავნა თავისი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი Oruc Reis, რომელსაც თან ახლდა სამხედრო გემების ჯგუფი სეისმური კვლევისთვის, კასტელორიზოს ბერძნული ოფშორული ზონიდან. თავის მხრივ, საბერძნეთმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში გამოიყვანა და გამოაცხადა, რომ დაიცავს თავის სუვერენულ უფლებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად