ხმების ნაწილობრივმა გადათვლამ, რაშიც ტრამპის შტაბს 3 მლნ დოლარი ჰქონდა გადახდილი, ბაიდენის უპირატესობა გაზარდა

ვისკონსინში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ მოთხოვნილი და დაფინანსებული ხმების ნაწილობრივი გადათვლის პროცესი დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილუოკის ოლქში ხმების გადათვლის შედეგად ბაიდენმა 132 ხმა მიითვალა დამატებით, ხოლო დეინის ოლქში ტრამპმა მიიღო დამატებით 45 ხმა.

საბოლოო ჯამში ვისკონსონის ორ უდიდეს საარჩევნო ოლქში ხმების გადათვლის შედეგად ბაიდენის უპირატესობა 87-ით გაიზარდა და მის მიერ მიღებული ხმების ტრამპის მიერ მიღებულ ხმებზე სხვაობამ 21695 შეადგინა. სულ, შტატში 3 მლნ-მდე ამომრჩეველს ჰქონდა თავისი არჩევანი დაფიქსირებული.

შტატის კანონების მიხედვით, ხმების ნაწილობრივი გადათვლისთვის ტრამპის საარჩევნო შტაბს 3 მლნ დოლარი ჰქონდა გადახდილი.

დონალდ ტრამპმა გუშინ ტვიტერზე დაწერა, რომ ვისკონსინის შტატში არჩევნების შედეგებს სასამართლოში სამშაბათისთვის გაასაჩივრებს. სამშაბათი შტატის საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების ბოლო დღეა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად